რეზონანსი
(15.03.2023)

ვენეციის კომისიის დასკვნის შინაარსი საწინააღმდეგოა იმის, რასაც რადიკალური ოპოზიცია გვიკიჟინებდა. ახლა გამოჩნდება, მათი ინტერესია, ეს პუნქტი შესრულდეს, თუ რამენაირად საქართველოს ფეხი დაუდონ ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის თაობაზე განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ეხება ტერმინების დზუსტებას.

„ვენეციის კომისიამ წერტილი დაუსვა დისკუსიას, კანონი იყო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო გზა 12 რეკომენდაციიდან ამ ნაწილის შესასრულებლად. კომისიამ აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა. მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიამ შინაარსში შესვლაზე გააკეთა აქცენტი. რეკომენდაციაა, მოხდეს ტერმინების დაზუსტება და ეს მისაღებია. ვენეციის კომისიის დასკვნის შინაარსი იმის საწინააღმდეგოა, რასაც რადიკალური ოპოზიცია გვიკიჟინებდა. მათი შემდგომი ნაბიჯებით ახლა გამოჩნდება იმის ინტერესი აქვთ, რომ ეს პუნქტი შესრულდეს, თუ რამენაირად საქართველოს ფეხი დაუდონ ევროინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე