რეზონანსი
(15.03.2023)

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილს საკუთარი აზრი არ გააჩნია და ის საუბრობს იმას, რასაც ვანო მერაბიშვილი ჩასძახებს, ამით რატი იონათამიშვილი ხაბეშვილის ულტიმატუმს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პარტია 9 აპრილს აქციას აანონსებს და ხელისუფლებას აძლევს ვადას, რათა 12 რეკომენდაცია შეასრულოს.

"ხაბეიშვილს საკუთარი აზრი არ გააჩნია და ის საუბრობს იმას, რასაც ვანო მერაბიშვილი ჩასძახებს. ვანო მერაბიშვილისგან ჩვენ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ, თუ რა გეგმები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" - ვისი ლიდერიც დღეს ნამდვილად არის მერაბიშვილი კეზერაშვილთან ერთად და რა ინტერესები აქვთ მათ. ეს არის საქართველოს უკრაინის ომში ერთ-ერთი ფრონტის ხაზი, ეს არის მათი ამოცანა.

ამ ამოცანას ისინი, რასაკვირველია, ვერ შეასრულებენ, იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო არის დღეს ძლიერი, ჩვენს სახელმწიფოს დღეს აქვს სრულიად სხვა მიზნები და ამოცანები, ეს არის ეროვნული უსაფრთხოება და გაწევრიანება ევროკავშირში. ისინი სწორედ ამ მთავარ მიზნებს ეწინააღმდეგებიან საკუთარი დესტრუქციით,"-აცხადებს რატი იონათამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე