რეზონანსი
(15.03.2023)

ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში უბედური შემთხვევის დროს დაშავდა, თურქეთში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს „ევექსის" კლინიკების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.

ბათუმის ბულვარში უბედური შემთხვევა მოხდა. ბულვარში უეცრად მოვარდნილმა ქარმა ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად კი ერთი მათგანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში ერთი პირი - 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე