რეზონანსი
(15.03.2023)

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილე სტუდენტების მიმართვას ეხმიანება და ამბობს, რომ მზადაა შეხვდეს ყველა პირს, რომ ვინც ფიქრობს, რომ აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ, ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო.

სტუდენტებმა სახალხო დამცველს მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს.

ცნობისთვის, აქციების შემდეგ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან სტუდენტებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე