რეზონანსი
(14.03.2023)

ევროკავშირის საბჭომ მშვიდობის ფონდის ბიუჯეტის 2 მლრდით გაზრდა გადაწყვიტა, - ამის შესახებ დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

"დღევანდელი გადაწყვეტილება ზრდის ევროპის მშვიდობის ფონდის ბიუჯეტს 7,9 მილიარდ ევროზე მეტს. ამ ინსტრუმენტის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ნაწილებში პარტნიორების მხარდასაჭერად", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროპული მშვიდობის ფონდი 2021 წლის მარტში შეიქმნა, რათა ევროკავშირმა შეძლოს ურთიერთქმედება ქვეყნებთან, რომლებიც მის შემადგენლობაში არ არიან. ეს ფონდი აფინანსებს უკრაინის ყველა მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე