რეზონანსი
(14.03.2023)

კარგი სანახავი არ არის, მაგრამ განცალკევებული ინციდენტია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, მიხაელ ზიბერტმა "ალტ-ინფოს" წარმომადგენლების მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში ნახა ბევრი ვიდეო, სადაც ევროკავშირის დროშებს ისეთ მომენტში აფრიანებდნენ, რაც დიდ გამბედაობას მოითხოვდა - ქალი, რომელიც წყლის ჭავლის წინააღმდეგ იქნევდა ევროკავშირის დროშას და სწორედ ეს არის სურათი, რაც „მის თავში რჩება".

"კარგი სანახავი არ არის, მაგრამ, ჩვენი აზრით, განცალკევებული ინციდენტია. ბოლო ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში პირადად მე ბევრი ვიდეო ვნახე, სადაც ევროპულ დროშებს ისეთ მომენტებში იქნევდნენ, რომლებიც დიდი გამბედაობას მოითხოვდა. ვნახე ქალი, რომელიც წყლის ჭავლის წინააღმდეგ იქნევდა დროშას, ამიტომ ესაა სურათი, რომელიც ჩემს თავში რჩება", - თქვა ზიბერტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე