რეზონანსი
(13.03.2023)

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიცია რამდენჯერაც შეეცდება, რომ კონკრეტული პროცესები რევოლუციური მიზნებისთვის გამოიყენოს, იმდენჯერ ადეკვატური პასუხი გაეცემათ მათ.

მისი თქმით, რადიკალურ ოპზოციას რომ რევოლუციური სცენარები სურს, ეს საზოგადოებამ იცის, თუმცა მისვე განმარტებით, ამის რესურსი რომ არ აქვთ.

„მათ [რადიკალური ოპოზიცია] რომ რევოლუციური სცენარები სურთ, ეს საზოგადოებამ იცის, თუმცა ამის რესურსი რომ არ აქვთ, ესეც კარგად იცის საზოგადოებამ. რამდენჯერაც ისინი ეცდებიან, რომ პროცესები კანონს მიღმა წაიყვანონ, რამდენჯერაც შეეცდეებიან, რომ კონკრეტული პროცესები გამოიყენონ რევოლუციური მიზნებისთვის, იმდენჯერ ადეკვატური პასუხი გაეცემათ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა" ისევ ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს. პარტიის წევრების თქმით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ განცხადებები მარკ ფეიგინთან ეთერში გაკეთდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე