რეზონანსი
(13.03.2023)

პრემიერის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ არ წყდება ფეიკ ნიუსების გავრცელება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მანიპულირება. განსაკუთრებით ხდება დეზინფორმაციის გავრცელება ახალგაზრდებში, - ამის შესახებ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი Facebook-ზე წერს.

იგი საზოგადოებას პრემიერის მიერ სტუდენტებთან მიმართებაში გაკეთებულ მის განცხადებას კიდევ ერთხელ შეახსენებს.

„პრემიერის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ არ წყდება ფეიკ ნიუსების გავრცელება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მანიპულირება. განსაკუთრებით ხდება დეზინფორმაციის გავრცელება ახალგაზრდებში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სტუდენტებთან მიმართებაში გაკეთებულ მის განცხადებას: „გარდა ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრებისა იქ ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც იყო, მაგრამ არა ასეთი აგრესიული, მშვიდად იდგნენ აპროტესტებდნენ, უბრალოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას, მაგრამ მე არ მინდა და არ მსურს, მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ეს ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი შვილები, ჩვენი დები და ძმები არ უნდა იყვნენ ამ დიდ შეთქმულებაში ნებით თუ უნებლიეთ ჩართულნი."

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ შეიყვანონ შეცდომაში ახალგაზრდები. ამას გარდა, გუშინდელი ინტერვიუდან კიდევ ბევრი ფეიკი გავრცელდა, რომლის მიზანი ისევ და ისევ, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის", - წერს გიორგობიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე