რეზონანსი
(13.03.2023)

დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

სასამართლო პროცესზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებდა. თავის მხრივ, დაცვის მხარე ირწმუნება, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

ცნობისთვის, საზარელი დანაშაული რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში მოხდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში შვილმა 86 წლის დედას სასიკვდილო დაზიანებები, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, სავარაუდოდ, შეშის ნაჭრით მიაყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე