რეზონანსი
(13.03.2023)

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბრიფინგზე პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და მოუწოდა, რომ აქციაზე დაკავებულ არცერთ ახალგაზრდას არ დაადონ ხელი.

"ერთიანობამ მოიტანა ეს შედეგი, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ ვნახეთ რომ უკან დაიხიეს და რუსული კანონი გაიტანეს, მაგრამ რეჟიმი არის კვლავ ქვეყანაში, რომელიც რუსეთთან სინერგიაში კონკრეტული მესიჯებით საუბრობს.

ვნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი როგორ თავხედურად იხსენიებს ახალგაზრდებს, როგორ იმუქრება. მისი მუქარის არავის არ ეშინია. ღარიბაშვილს ვეუბნები პირადად - არცერთ ახალგაზრდას არ დაადოთ ხელი. პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვერდში დავუდგებით.

პირიქით, პასუხისგებაში უნდა მიეცეთ თქვენ, რომლებმაც მშვიდობიანი მანიფესტანტები დაარბიეთ. კონკრეტული პასუხისმგებელი პირები არის გამოსაყოფი ამ შემთხვევაში", - აცხადებს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები იმართებოდა. საპროტესტო მიტინგზე სპეცრაზმი გამოიყვანეს. მიტინგებზე 133 ადამიანი დააკავეს. აქცია 10 მარტს დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების მერე დაიშალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე