რეზონანსი
(12.03.2023)

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გამოაგზავნეს იმისთვის, რომ აქ მოეწყო გადატრიალება, რის შემდეგაც, შესაბამის დროს, ქვეყანა ომში უნდა ჩაერთო.

„უკრაინაში ომის დაწყება მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ ნოემბერში ან მაქსიმუმ დეკემბერში. ამის თაობაზე ინფორმაციები ჩვენ გვქონდა. სააკაშვილი შემოვიდა საქართველოში პირველ ოქტომბერს. ის შემოაგზავნეს ორგანიზებულად, მთავარი მიზანი იყო აქ გადატრიალების მოწყობა და საჭირო დროს ქვეყნის ომში ჩართვა. ჩვენი ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით ჩვენ ვარ პირველ ადგილზე მთელს მსოფლიოში, ყველა რეზოლუციას შევუერთდით, ყველგან მხარი დავუჭირეთ, უკრაინელებს აქ გავუხსენით უკრაინულ ენაზე სკოლები. თუ რამე შეუძლია ამ პატარა ქვეყანას, მთელი გული და ყველაფერი ვაჩვენეთ. ერთადერთი რის გამოც არიან უკმაყოფილონი, არის ის, რომ ომში არ ჩავერთეთ. თქვეს კიდევაც, ეს ომის ხელისუფლება არ არის და სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში (არესტოვიჩის გამონათქვამებია) დღეს ქვეყანა ომში იქნებოდაო. ეს ახსნა აქვს მხოლოდ მათ გაღიზიანებას და უკმაყოფილებას. ჩვენი ქვეყანა გადაიქცეოდა პოლიგონად, მეორე მარიუპოლოს მივიღებდით აქ", - განაცხადა პრემიერმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე