რეზონანსი
(12.03.2023)

საიდან გაჩნდა „მოლოტოვის კოქტეილები" „მშვიდობიან აქციაზე"? მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას - როგორი საზოგადოების, როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა?, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8-9 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას „იმედის კვირის" ეთერში განაცხადა.

„ ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ნამდვილად ევროპული საზოგადოება ავაშენოთ, გვინდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, გვინდა ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ, გავაერთიანოთ, ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ. ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ ფარად, წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს". 60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი იქნება უმკაცრესად დასჯილი!", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე