რეზონანსი
(12.03.2023)

"ჩვენ მართლაც ძალიან რთული, ემოციური დღეები გადავიტანეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა სახელმწიფოს სიძლიერეც, სიმტკიცეც და ხელისუფლების გონიერება" - ასე ეხმაურება პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 7-9 მარტს მიმდინარე აქციებს. ამის შესახებ მან TV იმედის ეთერში თქვა.

"კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება კანონპროექტს, რომელიც ჩვენ მოვიწონეთ და მხარი დავუჭირეთ. ეს შეეხებოდა უცხოური გავლენის ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას..." - თქვა მან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე