რეზონანსი
(12.03.2023)

"არა საბჭოეთს, ჩვენ ვირჩევთ ევროპას!" - ამ შინაარსის აქცია გამართეს ქართველმა ემიგრანტებმა ჰამბურგის ცენტრში. შეკრებილებმა მადლობა გადაუხადეს 7-9 მარტის აქციის მონაწილეებს ევროპული ღირებულებების დაცვისთვის და მათ საერთო ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ემიგრანტები ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას, აქციის დაკავებული მონაწილეების სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებას, პოლიტპატიმრების გამოშვებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ. "ოცნების" ხელისუფლებას მათ საქართველოს დამაზიანებელი პოლიტიკის დასრულებისკენ მოუწოდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე