რეზონანსი
(12.03.2023)

კანადაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებენ. მსგავსი შინაარსის კანონ პროექტი მმართველმა გუნდმა რამდენიმე დღიანი საპროტესტო მღელვარების შემდეგ ჩააგდო. თუმცა, ეს თემა ისევ გააქტიურდა ქართველ ახალგაზრდებში.

სტუდენტების ერთი ნაწილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათთვის გაუგებარია, ის, რაც საქართველოსთვის რუსულ კანონად მოიაზრებოდა, რატომ შეიძლება იყოს კანადისთვის მისაღები, ეს მაშინ, როცა ორივე კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობას უკავშირდება.

სტუდენტების უმეტესობა აკრიტიკებს ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას რატომ არ პასუხობდა იგი სტუდენტების შეკითხვებს, რომელიც გამჭვირვალობის კანონს ეხებოდა.

„რამდენიმე დღის წინ გახლდით თსუ-ში, ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან შეხვედრაზე, სადაც ახალგაზრდებმა დავსვით ადეკვატური შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ არის აღნიშნული კანონი რუსული და გვაქვს თუ არა ჩვენ, ახალგაზრდებს უფლება, ვიცოდეთ, რას წარმოადგენს საერთოდ ეს კანონპროექტი და რას ემსახურება. სამწუხაროდ, ქალბატონი ნინოსგან ამ შეკითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. მეტიც, მთელი აუდიტორიისგან, სტუდენტებისა და ქალბატონი ნინოსგან ჩვენ მივიღეთ დაუმსახურებელი აგრესია. უფრო მეტიც, მან დაგვასახელა რუსეთის წარმომადგენლები და მომხდარს შეკვეთილი, დადგმული სცენარი უწოდა. აღნიშნულის გამო, სამწუხაროდ, მომიწია აუდიტორიის დატოვება.

საზოგადოება არ უნდა შევიდეს შეცდომაში იმ ძალების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ ეს კანონი გამოაჩინონ ცუდად და ქვეყნის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა თსუ-ის სტუდენტმა.

კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის აგენტის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს - მოქალაქეები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე