რეზონანსი
(12.03.2023)

მარტვილში დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავება.

ადვოკატის თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით, ის ჯერჯერობით საქმის მასალებს არ გაცნობია.

საქმე განსახილველად სასამართლოში, სავარაუდოდ ხვალ, 13 მარტს შევა.

შეგახსენებთ, მარტვილში მკვლელობა 8 მარტს მოხდა. მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა თავდაპირველად დანაშაული დამალა და თქვა, რომ დედა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მოგვიანებით, დაკითხვაზე კაცმა დანაშაული აღიარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე