რეზონანსი
(12.03.2023)

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, - ვანო მერაბიშვილი აბა! წაღმა - უკუღმა მედასავლეთეებო, მწყობრად! ორი გვამის მოსატანად! ბელადი გიწვევთ!", - წერს გოგა ხაინდრავა.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის" მედიაცენტრში განაცხადა, რომ აპირებენ დაიწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე