რეზონანსი
(09.03.2023)

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით მიესალმებიან მოსახლეობასთან დიალოგის გამართვის ინიციატივას.

„პროცესში შესაბამისი ჯგუფების ჩართვა და პროფესიული დიალოგი ყველა დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის საფუძველს წარმოადგენს. მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ერთად გადადგან აუცილებელი ნაბიჯები საქართველოს ევროპული მომავლისათვის", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე