რეზონანსი
(09.03.2023)

„მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს მიმართავს, ბოიკოტი დაასრულონ.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი კენჭისყრაზე უნდა დადგეს და ჩავარდეს.

„საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს მივმართავ - მორჩით ახლა ამ ბოიკოტობანას. ამ რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი. რეგლამენტის თანახმად, ხელახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს და უნდა ჩავარდეს კანონი და მაგით დამთავრდება. მანამდე დაპაუზება ისევ საფრთხის შემცველია და მტერი ენდო „ოცნებას", - წერს ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე