რეზონანსი
(09.03.2023)

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში სკანდალურად ეხმაურება.

"ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა. ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა, კანონიერია," - წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირი დაშალეს. ასევე, ჩაამსხვრიეს შენობის ფანჯრები. პარლამენტზე ალყის შემორტყმისთვის მომიტინგეებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე