რეზონანსი
(09.03.2023)

რუსთავი2 ავრცელებს სკანდალურ ვიდეოჩანაწერს და წერს:

“ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ფიგურირებენ, გიგა მაქარაშვილი, აკია ბარბაქაძე და გედი ფოფხაძე:

“ხალხი თუ მოვიდა, მივიღეთ ლეგიტიმაცია, რომ ავიღოთ შენობა. მაიდანი და ქუჩაში ხალხი შანსი არ არის… სიცივეში ვინ გამოვა, თუ შენობაში შეიყვან ღამეს გაათევენ.

ამ შენობის აღების გარეშე არაფერი გამოვა...

შენობაში შეყვანის გარეშე ხალხი არ გაჩერდება, ვარიანტი არ არის…  თუ ესენი მწვანეს ანთებენ, ჩვენ გვაძლევენ საშუალებას, რომ უნდა გამოეწყოს რაღაც ჯგუფი და პირველი ტალღა მიიღონ, დანარჩენები აგვყვებიან მერე, მასე ხდება… 2 თვის თემაა რაა, მაინც დაამხობენ,“- აღნიშნულია ჩანაწერში, მედიის ცნობით.

შეგახსენებთ, ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე