რეზონანსი
(08.03.2023)

„არა რუსულ კანონს!" - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სტუდენტები, „ქალების მარშის" მონაწილეები, მოქალაქეები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს". ისმის შეძახილები: „საქართველო", „მეტი ქალი პარლამენტში", „ არა ტოტალურ კონტროლს!".

აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ქალები არ დათმობენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

„ვერ წაგვართმევთ ევროპულ არჩევანს, ევროპა ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია", - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი, არის სიტყვით გამოსვლებიც. რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია საავტომობილო გზაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე