რეზონანსი
(08.03.2023)

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს რომ, იმას რასაც ოპოზიცია „ქართულ ოცნებას" აბრალებს, რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება და ევროპასთან დაახლოება სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

მისი თქმით, ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აქვს საქართველოს, ყველა პუნქტში წინ სვლა, რასაც ევროკავშირი აფასებს.

„2012 წლიდან სულ ერთი და იგივე.

ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, ოცნების დროს ევროპამ უვიზო შემოიღო.

ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, ოცნების დროს ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას.

ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, ოცნების დროს, კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი.

ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, ოცნების დროს, ხელი მოეწერა ევროპასთან, თავისუფალი ეკონომიკის ხელშეკრულებას.

ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, ოცნების დროს გვაქვს ყველა პუნქტში წინ სვლა, რასაც ევროკავშირი აფასებს.

ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, ოცნების დროს შევიდა განაცხადი კანდიდატის წევროპაზე.

ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, ოცნების დროს ვართ ყველაზე ახლოს ევროპასთან, თუ კი ოდესმე ვყოფილვართ.

ისინი აბრალებდნენ და ახლაც აბრალებენ ყოველთვის სხვას იმას, რასაც თავად ჩადიან, ხოლო ოცნებას კი მივყევართ ევროპისკენ, ომის გარეშე და ღირსების შენარჩუნებით. ეგაა და ეგ, სხვა დანარჩენი ლირიკაა. #ღირსებითევროპისკენ", - წერს ლატარია facebook - ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე