რეზონანსი
(07.03.2023)

როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონპროექტის მიმართ, რადიკალურ ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ფართოდ ჰქონდათ გაშლილი სიცრუეზე აგებული კამპანია - თავიდან ბოლომდე სიცრუეზე დაყრდნობით ცდილობდნენ კანონპროექტებისთვის რუსული კანონის იარლიყი მიეკერებინათ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ხედავთ, რომ რეალურად არავინ ინტერესდებოდა კანონპროექტების შინაარსით. თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული, სიცრუეზე აგებული კამპანია - იარლიყების მიკერებით, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი ჰქონდა საერთო სიმართლესთან. სინამდვილეში, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების საქმიანობის გამჭვირვალობა", - განაცხადა კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა ყველა პარლამენტარს, ვინც „ზეწოლის მიუხედავად, მხარი დაუჭირა კანონპროექტს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე