რეზონანსი
(07.03.2023)

აპირებენ გაიმეორონ 20 ივნისი, მოვუწოდებ ლევან იოსელიანს, რომელიც სახალხო დამცველად ავირჩიეთ, გამოვიდეს და დააკვირდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო კანონი, რომლითაც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წავიდა.

"მე მთელი ერთი საათი ჩიტაძის მხრიდან "ლაივი" მქონდა ჩართული, სადაც ვნახე ადამიანები, რეზინის ტყვიებით შეიარაღებული ადამიანები და აპირებენ გაიმეორონ 20 ივნისი. მოვუწოდებ ლევან იოსელიანს, რომელიც სახალხო დამცველად ავირჩიეთ, გამოვიდეს და დააკვირდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და აღკვეთოს ყველანაირად შალვა პაპუაშვილმა ეს ყველაფერი, რომლის პასუხისმგებლობაა ის, რაც ხდება. არ დაღვარონ ქართველი ხალხის სისხლი, არა რუსულ კანონს,"- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე