რეზონანსი
(06.03.2023)

პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე საკანონმდებლო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების" საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარმოდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარდგენილი იქნება პლენარულ სხდომაზე და განხილვის გარეშე იქნას გადაწყვეტილება მიღებული.

„შემდეგი საკითხი გახლავთ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების" მიერ საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ლევან იოსელიანის კანდიდატურის განხილვა. აქ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ წარდგენილ იქნას კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე და განხილვის გარეშე იქნას მისი კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა გენდერული თანასწორობის კონცეფციის დოკუმენტს, რომელიც „ქართული ოცნების" დეპუტატის ნინო წილოსანის მიერ იყო წარმოდგენილი.

ასევე მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტს: „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2020-2023 წლებისათვის", რომელიც თავის ნიკო თათულაშვილმა წარმოადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე