რეზონანსი
(06.03.2023)

თბილისის მერიის პრესსამსახურის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელში თბილისის მერის ფოტოთი გავრცელებული ციტატა სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული ციტატა არ ეკუთვნის თბილისის მერს და არის ე.წ. "ფეიკი", რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

"სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მთელი დღის განმავლობაში ვირუსულად ვრცელდება თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტო, ვითომდა მისივე ციტატით:

"მეც დავდივარ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მეც დავდივარ იტალიასა და საფრანგეთში, ხან იქ, ხან აქ, მაგრამ არ ვარ ასე არაფერს ჩაციებული. ვისაც ასე ძალიან გინდათ, აეროპორტის გზა ყველამ კარგად იცით".

აღნიშნული ციტატა არ ეკუთვნის თბილისის მერს და არის ე.წ. "ფეიკი", რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მოვუწოდებთ ყველას, ნუ შეუწყობთ ხელს სიცრუის ტირაჟირებას. თბილისის მერიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გთხოვთ, მუნიციპალიტეტის პრესსამსახურთან გადაამოწმოთ," - ნათქვამია განცხადებაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე