რეზონანსი
(06.03.2023)

ტელეკომპანია ,,ჯორჯიან თაიმსი" მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ ცნობა ტელეეთრის საშულებით მედიაჰოლდინგის დამფუძნებლის მალხაზ გულაშვილისგან გახდა ცნობილი. გარდა ამისა, ინფორმაცია საგანგებო მიმართვით დაადასტურა გადაცემა "ჩაის" წამყვანმა მაკა რაზმაძემაც, რომელიც მაყურებელს დაემშვიდეობა: 

"ჩემმა კოლეგებმა იციან, რომ პატარა ტელევიზიები ხან იხურება და ხან იხსნება, ჩვენ სულ ვმუშაობთ და ახალ-ახალ გადაცემებს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც, თქვენ კი იცხოვრეთ ჩვენზე დაკვირვებით და ამბების მიტან-მოტანით, ტყუილების შეთხზვით. სწორად მაინც გამოიტანეთ აზრი მოვლენებიდან და ისე გაავრცელეთ 

 - ტელევიზია დაიხურა და არა ჩემი გადაცემა. და ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ, რადგან სადაც ერთი კარი იხურება, აუცილებლად იხსნება სხვა იმათთვის, ვისაც შრომა არ ეზარება.

დიდი მადლობა ყველას, ვის თანადგომასაც ყოველთვის ვგრძნობდით, დიდი მადლობა სიყვარულისთვის, იმ გზავნილებისთვის, რომელსაც ყოველდღე ვიღებდი და ახლაც ვიღებ თქვენგან. მადლობა კრიტიკისთვის და წინადადებებისთვის!

ძალიან კარგი ერთი წელი იყო ჩემთვის და ძალიან მიყვარხართ ყველა", - დაწერა მაკა რაზმაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე