რეზონანსი
(06.03.2023)

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან ზუსტად 1 თვე შესრულდა. დიარბაქირში, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების დემონტაჟი მიმდინარეობს. ჯამში, ძლიერი მიწისძვრების შედეგად, თურქეთში 156 000 შენობა დაინგრა, ან იმ დონეზე დაზიანდა, რომ დემონტაჟია საჭირო.

ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირობა დადო, რომ დანგრეულ საცხოვრებელ სახლებს 1 წელიწადში ააშენებს, თუმცა ექსპერტები ხელისუფლებას, პროცესის დაჩქარების ნაცვლად, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას 46 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე