რეზონანსი
(06.03.2023)

თბილისში, მეტროსადგურ დელისთან მდებარე ბიზნესცენტრის ეზოში, სადაც ტელეკოპანია "ფორმულა" მდებარეობს, სროლა იყო.

ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს, დაჭრილია ადამიანი.

კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

"მეტრომონის" ინფორმაციით, პირი, რომელმაც კაცი დაჭრა, დაცვის თანამშრომელია.

ფაქტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.

წყარო: "მეტრონომი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე