რეზონანსი
(06.03.2023)

ჩაიშალა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, ასევე ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „ფეისბუქის" გვერდზე წერს.

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ასევე ჩავუშალეთ კომიტეტის სხდომა სარჯველაძეს. არ ისურვა რუსულ კანონზე საუბარი და გაიქცა",- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ანა წითლიძის ინფორმაციით, ბიუროს სხდომა ხვალ 10:00 საათამდე გადაიდო, რომელიც დღეს 15:00 საათზე იყო ჩანიშნული.

"ვერ ჩაატარეს! ჯერჯერობით პარალიზებულია ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომაც. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - წერს ანა წითლიძე.

ცნობისთვის, პარლამენტში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე