რეზონანსი
(06.03.2023)

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენები მოწოდებული არიან განახორციელონ ის ამოცანა, რომელიც დაისახეს დიდი ხნის წინ - განავითარონ რევოლუციური პროცესი.

„კანონის სახით შემოპარვა რასაკვირველია, ეს მხოლოდ ეპიზოდია, რომელიც შეიძლება შევაფასოთ დღევანდელი კომენტარით. ნებისმიერი რესურსი - ეს კანონის ინტერპრეტაციით იქნება, თუ უფლებებით, რომ გამართონ აქცია-პერფორმანსი, ან სხვა რამ, რასაკვირველია აბსოლუტურად სხვა რაკურსით უნდა იქნეს განხილული. ადამიანები არიან მოწოდებული განახორციელონ, შეასრულონ ის ამოცანა, რომელიც დაისახეს დიდი ხნის წინ - განავითარონ რევოლუციური პროცესი. ამის საშუალება არ ეძლევათ და ნებისმიერ შემთხვევაში კანონი იქნება ეს, რეგლამენტი, თუ ნებისმიერი სხვა საშუალება, გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ შეარყიონ სიტუაცია", - აცხადებს ვოლსკი.

„ნაციონალური მოძრაობა" და „სტრატეგია აღმაშენებელი" ბოიკოტის შეწყვეტაზე ფიქრობენ. კონსულტაციები უკვე დაიწყო. წინასწარი კომენტარებით ირკვევა, რომ ისინი ხვალინდელ პლენარულ სხდომას დაესწრებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე