რეზონანსი
(06.03.2023)

ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას იმისთვის, რომ ეს კანონი არ გაიტანონ , - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ აქციას მართავენ.

მან პარლამენტის ეზოში შეკრებილ მოქალაქეებს აივნიდან მიმართა და მოუწოდა, რომ "არ დავნებდეთ".

"ერთ საათში არის ბიუროს სხდომა. ოპოზიცია აპირებს იქაც ფიზიკურად ბრძოლას იმისთვის, რომ ეს კანონი არ გაიტანონ. დანარჩენი არის ქართველ ხალხზე. ჯერი არის თქვენზე. ხელები არ ჩამოვუშვათ. არ დავნებდეთ!", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე