რეზონანსი
(06.03.2023)

როდესაც ადამიანებს არწმუნებ, რომ უნდა გახვიდე ქუჩაში, რადგან ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რამდენიმე ენჯეოს გრანტების გაუმჭვირვალობა, ცხადია ეს „პროტესტი" ჩანასახშივე განწირულია. მეტსაც გეტყვით, მდიდარი ენჯეოების გარდა ეს არავის ადარდებს, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა პარლამენტთან მიმდინარე აქციის შესახებ.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მდიდარი ენჯეოების გარდა, არავის ადარდებს გრანტების გაუმჭვირვალობა. ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ვინ აფინანსებს მაგალითად გიგაურს, რომელსაც ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის გარდა არაფერი უკეთებია.

„როდესაც ადამიანებს არწმუნებ, რომ უნდა გახვიდე ქუჩაში, რადგან ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რამდენიმე ენჯეოს გრანტების გაუმჭვირვალობა, ცხადია ეს „პროტესტი" ჩანასახშივე განწირულია. მეტსაც გეტყვით, მდიდარი ენჯეოების გარდა ეს არავის ადარდებს. კიდევ უფრო მეტსაც გეტყვით - ერთი მიზეზი დაასახელეთ, რატომ უნდა იყოს მათი დაფინანსება დაფარული? ქართველ ხალხს არ აქვს უფლება იცოდეს, ვინ აფინანსებს მაგალითად გიგაურს, რომელსაც ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის გარდა არაფერი უკეთებია? აი ამ მდიდარი ენჯეოების რეაქციამ კიდევ უფრო დაარწმუნა ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ეს აგენტების ამერიკული კანონი აუცილებელია და ის უნდა მიღოს საქართველოს პარლამენტმა", - წერს ფოჩხუა facebook - ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე