რეზონანსი
(06.03.2023)

თქვენ თქვენ თავს არ ეკუთვნით. თქვენ ხართ უსამშობლო ხალხი. ეგ დაიმახსოვრეთ, - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრ, ანა ნაცვლიშვილს კომიტეტის სხდომაზე, სადაც აგენტების ამერიკული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

დეპუტატები ამ წუთებში კითხვებით კანონპროექტის ინიციატორს, „ხალხის პარტიის" წარმომადგენელს, გურამ მაჭარაშვილს მიმართავენ.

ანა ნაცვლიშვილმა კანონპროექტის მიმართ თავისი კრიტიკა გამოთქვა, რასაც ანრი ოხანაშვილის რეპლიკა მოჰყვა.

„ჩვენ ვართ ქართველ ხალხთან ერთად, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ერთი მილიონი ადამიანის მხარდაჭერით და თქვენ თქვენ თავს არ ეკუთვნით. თქვენ ხართ უსამშობლო ხალხი. ეგ დაიმახსოვრეთ. აი, ბატონი ბურჯანაძე ხომ ამბობდა, ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთო, იდექით, ბატონო, ცალ ფეხზე და გინდათ, ნუ იდგებით! ეგ არის თქვენი სახე", - მიმართა მან ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც სხდომა დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე