რეზონანსი
(06.03.2023)

იურიდიული კომიტეტის სხდომის პარალელურად, პარლამენტთან „აგენტების ამერიკული კანონის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. კანონპროექტის შინაარსს ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მედიის წარმომადგენლები აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა კანონის მიღებას", ორგანიზატორები კი შეკრებილებს ამხნევებენ მუსიკის ფონზე. რამდენიმე წუთის წინ აპარატურიდან გააჟღერეს ხელისუფლების წარმომადგენლების ფრაზები, რომ საქართველში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და ქვეყანა ომში არ ჩაერთო.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, გააკეთებენ ყველაფერს, რომ „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტები კანონად არ იქცეს.

კანონის განხილვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე