რეზონანსი
(06.03.2023)

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, იმ პირებიდან, რომლებმაც ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანეს, არცერთი არ არის მანდატური.

„აქედან არცერთი არ არის მანდატური. სუს-ის თანამშრომლები არიან. ამ ბიჭების უმრავლესობა ნაომარია რუსეთში რუსების წინააღმდეგ და დღეს დააყენეს პუტინის კანონის დასაცავად. როგორ დავიჯერო, რომ რომელიმეს ეს უხარია. ვერ დამაჯერებთ, მაგრამ დგანან ანრი ოხანაშვილისა და ირაკლი კობახიძის დასაცავად. ეს ტრაგედიაა. ეს ხალხი გასათავისუფლებელია. სასაცილოდ გიგდებენ. გავა დრო და ეს სახეები, რომ პუტინის კანონს იცავდით, დარჩება. უბედურებაა, თქვენი უბედურება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რომ ხვალ კანონპროექტებზე მსჯელობა პლენარული სხდომის ფორმატში უნდა გაგრძელდეს, ხაბეიშვილმა განაცხადა:

„რა ხვალ?! ამ პუტინისტებს დედა უნდა ვუტიროთ, ხალხო, რაზე მელაპარაკებით. დედა უნდა ვუტიროთ პუტინისტებს და რუსებს. როგორ და ხალხთან ერთად. მაგას განახებთ, როგორ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე