რეზონანსი
(06.03.2023)

თბილისის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები წარწერით „უსამშობლო მოღალატეები“ და „ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები“. მასზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები არიან გამოსახულები. 

პლაკატზე გამოსახულია ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, რომელიც 2 მარტს პარლამენტში "რუსული კანონის" განხილვას ესწრებოდა, დეპუტატები თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია. ასევე აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი. 

პლაკატების რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ზოგან აღნიშნულ პირებს ემატება გიორგი გახარია, პაატა ზაქარეიშვილი, გია ნოდია, დავით უსუფაშვილი, ზურა ჯაფარიძე, გიგი უგულავა, სალომე სამადაშვილი.

აგენტების ამერიკული კანონის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილვა ამ წუთებში იწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე