რეზონანსი
(06.03.2023)

რუსთავში მამაკაცმა სუიციდი სცადა. XVII მიკრორაიონის ერთერთ მაღალსართულიანი კორპუსიდან მამაკაცი გადმოხტომით იმუქრებოდა. ახალგაზრდამ ბინის კარი ჩაკეტა და აცხადებდა რომ თუ ვინმე ეცდებოდა ახლო მისვლას გადახტებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. პოლიციელებმა ბინაში შეღწევა მოახერხეს, მამაკაცთან კონტაქტზე გავიდნენ და მასთან რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ დაარწმუნეს რომ სუიციდი არ ჩაედინა.

არსებული ინფორმაციით მამაკაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე