რეზონანსი
(05.03.2023)

ანტარქტიდის გარშემო ზღვის ყინულის საფარის ფართობი 1,79 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდეა შემცირებული, რაც თანამგზავრიდან დაკვირვების 44-წლიანი ისტორიის განმავლობაშია მინიმალური მაჩვენებელია. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ყინულის საფარი სეზონის მიხედვით იცვლება: მაქსიმუმს მისი მაჩვენებელი სექტემბერში აღწევს, როდესაც სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარი სრულდება, მინიმუმამდე კი თებერვლის ბოლოს ან მარტში, ზაფხულის დასრულების შემდეგ დადის.

მეცნიერების თქმით, ყინულის საფარის მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 6 წლის განმავლობაში უკვე მესამედ დაფიქსირდა. მათი განმარტებით, ანტარქტიდის გარშემო ზღვის ყინულის დნობა კონტინენტის შელფურ მყინვარებზე ახდენს გავლენას, რომელთა დნობაც მსოფლიო ოკეანის დონის მატებას გამოიწვევს. ყველაზე დიდ საფრთხეს კი ამუნდსენის ზღვაში მდებარე ტუეიტსის მყინვარი წარმოადგენს. მისი სრული დადნობის შემთხვევაში, მსოფლიო ოკეანეში წყლის დონე ნახევარი მეტრით მოიმატებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე