რეზონანსი
(05.03.2023)

ყველაფერი ნათელი გახდა - ეს იყო ბატონი ბერძენიშვილის მიერ ნათქვამი იაფფასიანი ფეხმოკლე ტყუილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „რესპუბლიკელი" ხათუნა სამნიძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

„თუ შენ მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი გეუბნება, რომ მან ვითომდა, პუტინს დაურეკა და თქვენი ხმამაღალი განცხადებების გამო მოუბოდიშა, ეს შენ გესმის და ამის შემდეგ შენ თავდაცვის მინისტრი ხდები, ეს ცალკე ტრაგედიაა. აქ ყველაფერი ნათელი გახდა - ეს იყო იაფფასიანი ფეხმოკლე ტყუილი, ბატონ ბერძენიშვილის მიერ ნათქვამი, მაგრამ ეს ხომ პირველი არ არის. არც პირველი და არც უკანასკნელი მისთვის, არც მისი კოლეგებისთვის", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

„რესპუბლიკელმა" ხათუნა სამნიძემ ერთ-ერთ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ უსუფაშვილისა და ხიდაშელის ევროსაბჭოში გამოსვლების გამო, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პუტინს ბოდიში პირადად მოუხადა. დეტალები ნახეთ „იმედის კვირის" რეპორტაჟში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე