რეზონანსი
(05.03.2023)

ყველანი ვთანხმდებით და ეს საკამათოც არ არის, რომ ინფორმირებული საზოგადოება, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება ეს არის ის ღირებულებები, რომელიც დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას" „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

„მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სჭირდება და არ დააზიანებს არცერთ ორგანიზაციას, ვინც ნამდვილად ემსახურება ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას. რასაკვირველია, ყველანი ვთანხმდებით და ეს საკამათოც არ არის, რომ ინფორმირებული საზოგადოება, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება ეს არის ის ღირებულებები, რომელიც დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია", - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე