რეზონანსი
(05.03.2023)

უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილის განცხადებით, უკრაინის ძალები ინარჩუნებენ მთავარ მარშრუტს ქალაქ ბახმუტში და მის გარეთ.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები უჭირავს ბახმუტ-კოსტიანტინივკას გზატკეცილი, ის საკმაოდ სტაბილურია", - განაცხადა უკრაინის ეროვნული გვარდიის, „სვობოდას" ბატალიონის მეთაურმა ვოლოდიმირ ნაზარენკომ.

ნაზარენკომ ასევე დასძინა, რომ უკრაინულ მხარეს „ტაქტიკური ცვლილებები" არ მომხდარა და აღნიშნა, რომ „თავდაცვას ინარჩუნებენ".

ნაზარენკომ უარყო სპეკულაცია ქალაქიდან უკრაინის შესაძლო გაყვანის შესახებ.

„არ არის გაყვანა. პირიქით, რამდენიმე ახალი რეზერვი შემოდის დაცვის გასაძლიერებლად. მთელი საბრძოლო ზონა ქაოტური დაბომბვის ქვეშაა, მაგრამ არის კავშირი ქალაქთან, არის მარშრუტები, რომლებიც არ არის მოწყვეტილი", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, მათ [რუსებს] არ შეუძლიათ ბახმუტის აღება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე