რეზონანსი
(05.03.2023)

დეტალები ტაბაწყურის ტბასთან ტრაგიკულად დაღუპული ჩეხი ტურისტის საქმეზე - არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო, ტრაგედიის ადგილი ვერტმფრენისთვის მიუდგომელი იყო, ამიტომ დაკარგული უცხოელი ტურისტის ცხედრის გამოყვანა ბაკურიანელმა მაშველებმა საფეხმავლო გზით შეძლეს. მაშველებმა გარდაცვლილთან ერთად მყოფი მეორე ტურისტის გადარჩენა შეძლეს.

ცნობისთვის, ტურისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში გუშინ შევიდა. ძებნა მაშინვე დაიწყო. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: "რუსთავი 2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე