რეზონანსი
(05.03.2023)

„რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მე ამ კანდიდატურას მხარს ვუჭერ. ჩემი მხრიდან კომპრომისია, ის, რომ ის არის პოლიტიკური ფიგურა და არაერთხელ გვითქვამს, რომ სახალხო დამცველი არ უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა. მაგრამ, უმნიშვნელოვანესია კონსენსუსის მიღწევა და ის არის კონსენსუსური ფიგურა ჩემი დაკვირვებით", - აღნიშნა სამნიძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე ხვალ იმსჯელებს. „მოქალაქეების" ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი კომიტეტის სხდომაზე საკუთარი გეგმით წარდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. სახალხო დამცველის არჩევის მიზნით, კენჭისყრა შესაძლოა, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე