რეზონანსი
(05.03.2023)

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ყველა პირი თავისუფალია - ნაწილი ხელწერილის საფუძველზე, ნაწილი კი თბილისის საქალაქო სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

7 ადამიანის პროცესი 22 მარტამდე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით გადაიდო, დანარჩენის თარიღი უცნობია.

სამოქალაქო აქტივისტი, საბა მეურმიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ყველა ბრალდებული თავს უდანაშაულოდ თვლის.

2 მარტს სამართალდამცველებმა აქციაზე 36 პირი დააკავეს. ისინი "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტებს აპროტესტებდნენ.

"დაკავებულები გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე, რომ ისინი აუცილებლად გამოცხადდებიან სასამართლოში. მართალია, თუ დაიბარებენ, ისინი აუცილებლად გამოცხადდებიან სასამართლოში და იმედი მაქვს სასამართლო პროცესი იქნება სამართლიანი, დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას, რომ ამ ადამიანებს არ ჩაუდენიათ სამართალდარღვევა," - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე