რეზონანსი
(05.03.2023)

დაბა ჩაქვში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი ადამიანი კი მძიმედ და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი ბა­თუმ­ში კლი­ნი­კა „მე­დცენ­ტრშია" გა­დაყ­ვა­ნი­ლი. 

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა დაბა ჩაქვში ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, იგი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ჯე­ბირს შე­ე­ჯა­ხა.

"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ, დათო კაკაბაძეს ემოციურად ემშვიდობება.

"მიწამ როგორ უნდა მიგიღოს. ქორწილში მივდივარ სამღერად და ტრაგედია დატრიალდა...

ეს ანგელოზი გარდაიცვალა, გაქვავებულები ვართ, ვზივართ საქორწილო დარბაზში. ეს რა გააკეთე, გლოვობს ბათუმი დათუნა კაკაბაძეს.

დავმუნჯდი მე....ხალხო ისეთი საცოდაობა ტრიალებს, ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეებით ჯერ ვერ დაჯერებული და ვერ გააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსეები. შეძრული, თავზარდაცემული ვარ და ვერ გამიგია რა ვქნა, ან აზრი აქვს ამას რომ ვწერ... 

სიტყვებია ზედმეტია ისეთი ტკივილია, სისხლი გამეყინა ძარღვებში, გული მტკივა, სული მეწვის! იმდენად დიდი ტრაგედია მოხდა, რომ დავმუნჯდი მე... სული მაქვს დამძიმებული.... უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი! ტრაგედიას, რომელსაც სახელი არ ააქვს.... დედა შვილს გლოვობს ნეტა თუ გნახავო... " - დაწერა შოთო სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე