რეზონანსი
(04.03.2023)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთ ეკლესიასთან სასულიერო პირის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 მარტს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1959 წელს დაბადებულ ც.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული", - აცხადებენ შსს-ში. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე