რეზონანსი
(04.03.2023)

ჩვენ ჩავიბარეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც ერთი მხრივ ძალიან ცუდი ინფრასტრუქტურა გვქონდა და მეორე, გვქონდა 28 წუთი საშუალო მოლოდინის დრო. დღეს, საშუალო მოლოდინის დრო არის 18 წუთი, თუმცა ჩვენი მიზანია მოლოდინის დროები 7-8 წუთამდე დავიყვანოთ, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

„12 პრობლემური კვანძები არის ის, სადაც ძირითადი შეფერხებები ხდება. ამის გამო, ყოველდღიურად დაახლოებით 1 500 ბრუნი ვერ სრულდება, რაც ნიშნავს, რომ მინიმუმ 100-150 ათასი მგზავრი ვერ იღებს ისეთ მომსახურებას, რომელიც არის დაგეგმილი", - აღნიშნა ვიქტორ წილოსანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს ჰქონდეს თანაბრად უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა

„ჩვენი მიზანია, ადამიანებს მივცეთ გადაადგილების ალტერნატიული, უსაფრთხო შესაძლებლობა და შემდეგ თვითონ უნდა აირჩიოს, რით გადაადგილდება - ფეხით, ავტომობილითა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ის ურბანული სივრცეები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, თანაბრად უნდა გადავუნაწილოთ როგორც ქვეითს, ისე ვინც ველოსიპედითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. დღევანდელი მდგომარეობით, ავტომობილს მთლიანად ოკუპირებული აქვს ურბანული სივრცეები. მნიშვნელოვანია, საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს ჰქონდეს თანაბრად უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა", - აღნიშნა ვიქტორ წილოსანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე