რეზონანსი
(04.03.2023)

დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებული ბათუმში კლინიკა „მედცენტრშია" გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ჩაქვში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, იგი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე